პოლონეთმა პუტინის მხარდამჭერი რუსი ჩოგბურთელი ქვეყანაში არ შეუშვა

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა რუსი ჩოგბურთელი ვირა ზვონარევა ქვეყანაში არ შეუშვა, რადგან ის იმ პირთა სიაშია, რომელთა ყოფნაც პოლონეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არასასურველია. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, რუსმა სპორტსმენმა და პუტინის რეჟიმის მხარდამჭერმა ბელგრადიდან თვითმფრინავით პოლონეთში ჩასვლა სცადა.

“21 ივლისს, სასაზღვრო სამსახურმა რუსი ჩოგბურთელი პოლონეთში არ შეუშვა. ვერა ზვონარევა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას, საფრანგეთის მიერ გაცემული ვიზით, ბელგრადი-ვარშავის რეისით ცდილობდა. სერბეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ჩოგბურთელი ვარშავის შოპენის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში დარჩა, დღეს კი 12:00 საათის შემდეგ პოდგორიცაში გაფრინდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები