დეკანოზი ილია ჭიღლაძე მეუფე იაკობის საკვირაო ქადაგებას ხელისუფლების მესიჯის გაჟღერებად აფასებს

დეკანოზი ილია ჭიღლაძე მეუფე იაკობის საკვირაო ქადაგებას ხელისუფლების მესიჯის გაჟღერებად აფასებს.

მისი თქმით, მეუფე იაკობმა ქადაგება პოლიტიკურ ტრიბუნად აქცია და ამის გამო განკვეთასაც კი იმსახურებს.

,,ის ახმოვანებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების, რუსული ხელისუფლების ნარატივს. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კანონიკური დარღვევაა. მან ამბიონი და წირვა-ლოცვა, ქადაგება აქცია პოლიტიკურ ტრიბუნად. რატომ გამოიკვეთა ბოლო 1 წლის მანძილზე მისი ანტიდასავლური რიტორიკა? იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ ანუ ხელისუფლებამაც შეცვალა ტრაექტორია. 3-4 წლის წინ, იაკობი მოგზაურობდა ხოლმე ამერიკაში, იქ ვოიაჟები ჰქონდა, კონგრესთან პოზიორობდა და ქართულ-ამერიკულ ორიენტაციას „აწვებოდა“, ესეც სახელისუფლებო დავალება იყო. ეს ყველაფერი დიდ წილად შეიცვალა უკრაინის ომის დაწყების მერე. ილოცონ, მოინანიონ თავის ცოდვები, მაგრამ დაანებონ თავი ეპისკოპოსობას, სინოდის წევრობას, საზოგადოებაზე თავიანთი ბოროტი და მავნე ზემოქმედების გავრცელებას”, – ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

მსგავსი თემები