ბავშვი, რომელიც გორში მესამე სართულიდან გადმოვარდა, თბილისში გადმოიყვანეს

2 წლის ბავშვი, რომელიც გორში მესამე სართულიდან გადმოვარდა, თბილისში გადმოიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მცირეწლოვანს თავის ტრავმა აღენიშნება.

,,ზედაპირულად აღენიშნებოდა თავის დახურული ტრავმა. გაეწია პირველადი გადაუდებელი დახმარება, მაღალტექნოლოგიური კვლევები, მოხდა სტაბილიზაცია, სასიცოცხლო მაჩვენებლების ნორმალიზება. გამოძახებულ იქნა ემერჯენსერვისი, სახელმწიფო კატასტროფის ბრიგადამ უზრუნველყო ბავშვის გადაყვანა ბავშვთა პროფილურ კლინიკაში შემდგომი მკურნალობისა და მონიტორინგის მიზნით”, – განაცხადა ექიმმა.

გორში, მესამე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა

მსგავსი თემები