გერმანიის წარსული გვავალდებულებს გენოციდისა და სამხედრო დანაშაულების პრევენციას – ბერბოკი

გერმანიას აქვს ვალდებულება, თავიდან აიცილოს მომავალი ომები და დანაშაულებები „მსოფლიოში ყველაზე მძიმე დანაშაულებზე“ მისი ისტორიული პასუხისმგებლობის გამო, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბორკმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, არ გაახანგრძლივოს შეთანხმება, რომელიც უკრაინას მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევს ომის დროს, შოკში ჩააგდო ყველა ქვეყანა და გაერო-ს თითოეული დელეგატი.

ბერბორკმა ხაზი გაუსვა პუტინზე ზეწოლის მნიშვნელობას გადაწყვეტილების შესაცვლელად და თქვა, რომ საუკეთესო გზაა აფრიკის, ლათინური ამერიკისა და აზიის ქვეყნებისთვის „პირდაპირ მიმართონ პუტინს“.

„ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და ახლაც არის საერთაშორისო სამართლის განმტკიცება მომავალი ომების თავიდან ასაცილებლად, გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად“,- განაცხადა  ბერბოკმა.

მსგავსი თემები