სააკაშვილის სიკვდილის შემთვევაში 100%-ით დამნაშავე საქართველოს ხელისუფლება იქნება – არახამია

,,სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ის კვდება ციხეში და მისი სიკვდილის შემთხვევაში დამნაშავე 100%-ით იქნება საქართველოს ხელისუფლება”,- ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საჭიროა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება.

,,საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს იქონიოს გავლენა საზოგადეობაზე და საერთაშორსიო ასპარეზე, ჩანს რომ მას უნდა იყოს საერთაშოროსო პოლიტკის ნაწილი და ის ასეც ჩანს. მას აქვს სურვილი იყოს აღიარებული მოთამაშე დასავლეთში. მან შეიწყალა ნიკა გვარამია. ეს იყო ჩვენთვის უაღრესად კარგი ამბავი. ახლა საჭიროა მეორე ეტაპი, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. საქართველოში აქვთ შიში, რომ სააკაშვილის იქნება მოთამაშე ქართულ პოლტიკაში და ჩაერთვება შემდეგ შემოდგომაზე დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში. ფიქრობენ, თუ სააკშვილს ახლა გაათავისუფლებენ, მისით შექმნიან ლიდერს არჩენების წინ, მაგრამ, ჩვენ არაერთხელ შევუთვალეთ არაფორმალური საუბრებში, რომ ახლა საუბარი არ მიდის პოლიტიკაზე. ახლა მიდის საუბარი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე, ეს არის ჰუმანიტარული მისია. სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ის კვდება ციხეში და მისი სიკვდილის შემთხვევაში დამნაშავე 100%-ით იქნება საქართველოს ხელისუფლება”. – განაცხადა არახამიამ.

მსგავსი თემები