ევროპარლამენტარები ჰააგის სასამართლოს მოუწოდებენ, ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს

ევროპარლამენტარები ჰააგის სასამართლოს მიმართავენ და მოუწოდებენ, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ბელორუსის რეჟიმს გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი, ამასთან, გამოთქვამენ დიდ შეშფოთებას მოსკოვისადმი ქვეყნის დაქვემდებარებაში.

18 ივლისს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო ახალი ანგარიში ბელორუსთან ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ, 49 ხმით მომხრე, 3 წინააღმდეგ, 2 თავი შეიკავა.

ბელორუსი პასუხისმგებელია უკრაინაში მიყენებულ ზარალზე და ჩადენილ დანაშაულებზე, აღნიშნავენ ევროპარლამენტარები, მათ შორის რეჟიმის როლით ბავშვების უკანონო გადაყვანაში.

აქედან გამომდინარე, ანგარიში მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ ქვეყნებს, მიიღონ ყველა საჭირო ნაბიჯი საერთაშორისო დონეზე, რათა მოხდეს იმ ბელორუსის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და გენოციდში.

მსგავსი თემები