როგორია შავი ზღვის წყლის ხარისხი – ნახეთ მონიტორინგის შედეგები

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი კვლავ ნორმის ფარგლებშია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 06 და 10 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია! ,,განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა და 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა დაემატა ანაკლია- განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი.…

მეტი...

,,ევროპელები სეირნობენ მოსკოვში, დადიან რესტორნებში, როცა მათი იარაღი კლავს რუსეთის არმიის ჯარისკაცებს”- კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ფიქრობს , რომ დასავლეთმა “წითელი ხაზები” გადაკვეთა. მისი თქმით, დროა რუსეთმა ყველაფერს სათანადო პასუხი გასცეს. ,,დრონები კრემლის თავზე, მკვლელობები რუსეთში, ბელგოროდის დაბომბვა, სპექტაკლი გვამებით ბუჩაში, პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი და ისევ ყირიმის ხიდი, დაღუპული სამოქალაქო პირები. კითხვა მაქვს, სად არის ის ხაზი, რომლის იქითაც მექანიზმი ამოქმედდება. და მტერს მტერი დაერქმევა. და ბოლოს და ბოლოს მოვისმენთ, რომ არ გვჭირდება საელჩოები და წარმომადგენლები ინგლისის, პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ხორვატიის, ბელგიის რომლებიც სავსეა აგენტებით. ეს ადამიანები სეირნობენ მოსკოვში, დადიან რესტორნებში იმ დროს, როცა მათი იარაღი კლავს რუსეთის არმიის…

მეტი...

ხელისუფლების პროპაგანდაა, რომ ოპოზიცია საშინელ დღეშია, საშინელ დღეში თუ ვართ, გვაცადეთ ასეთ დღეში ყოფნა – მანჯგალაძე

,,ხელისუფლების პროპაგანდაა, ოპოზიცია საშინელ დღეშია და თუ საშინელ დღეში ვართ, გვაცადეთ საშინელ დღეში ყოფნა,”- ამის შესახებ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო ბარიერი ერთი პროცენტიც რომ იყოს, კოალიცია საჭიროა, რადგან ხელისუფლებას ერთი ძალა ვერ დაამარცხებს. ,,საქმე ბარიერში არ არის, ბარიერი საერთოდ რომ არ არსებობდეს, მაინც საჭიროა გაერთიანება დამაჯერებლობისთვის. საარჩევნო ბარიერი ერთი პროცენტიც რომ იყოს, კოალიცია საჭიროა, რადგან ხელისუფლებას ერთი ძალა ვერ დაამარცხებს. ხელისუფლების პროპაგანდაა, ოპოზიცია საშინელ დღეშია და თუ საშინელ დღეში ვართ, გვაცადეთ საშინელ დღეში ყოფნა. ყველა პარტია გაუთავებელი კაკოფონიით არ უნდა საუბრობდეს, ჩემი…

მეტი...

ქალი აცხადებს, რომ თბილისში სამმა კაცმა მოტყუებით სასმელი დაალევინა, გათიშა და გააუპატიურა

უცხო ქვეყნის მოქალაქე, 40 წლამდე ქალი სამ ქართველ მამაკაცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით,  მოტყუებით ალკოჰოლური სასმელი დაალევინეს, გათიშეს და გააუპატიურეს. შემთხვევა თბილისში რამდენიმე დღის წინ  მოხდა, თუმცა დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა. ,,მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო გამოცხადებული, ქალი უგონო მდგომარეობაში იყო, რადგან ჩვენ არ ვიცით, მას რა ნივთიერება ჩაუყარეს. ამ ადამიანის მეგობარმა დაინახა, რომ ქალს აუპატიურებდნენ, ასეთი ხილული საქმე გვაქვს. ამი მიუხედავად გამოძიება არ იყო დაწყებული სანამ საქმეში არ ჩაერთო “საფარი”.  ამასთან, დანაშაულის ადგილი, დღემდე არ არის დათვალიერებული . ქალი საავადმყოფოდან ისე გამოუშვეს, რომ მისთვის არაფერი უთქვამთ…

მეტი...

მოსკოვში, ლენინის მავზოლეუმს მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს

მოსკოვში კაცმა ლენინის მავზოლეუმს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მოლოტოვის კოქტეილის სროლის შედეგად მავზოლეუმს ცეცხლი არ გასჩენია. 37 წლის კაცი ადგილზე დააკავეს.

მეტი...

კონკურენციის, კონცენტრაციის, ანტიდემპინგის და მომხმარებლის უფლებების შესახებ განცხადების წარმოდგენა ელექტრონული ხელმოწერითაც არის შესაძლებელი

საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტომ ვებგვერდი www.gnca.gov.ge  განაახლა, სადაც სააგენტოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, განხორციელებული აქტივობა თუ მიმართვის ფორმა, დაინტერესებულმა მხარემ მარტივად და დეტალურად შეუძლია მოიძიოს. კერძოდ, საიტის მთავარ გვერდზე წარმოდგენილია სააგენტოსთან მომართვის ფორმები, სადაც როგორც დოკუმენტის ჩამოტვირთვის ფორმატში, ასევე ელექტრონული ხელმოწერის შემთხვევაში შესაძლებელია დოკუმენტის გამოგზავნა. ასევე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სააგენტო განმარტავს – ვის, რა შემთხვევაში და რომელი ფორმის შევსებით შეუძლია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს: თუ მომხმარებელი თვლის, რომ ირღვევა მისი უფლებები და მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედების შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება. თუ ადგილობრივ ინდუსტრიას აქვს მტკიცებულებები, რომ დემპინგური…

მეტი...

გორში, მესამე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა

გორში, მრავალსართულიანი კორპუსის მესამე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად ბავშვმა ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო. მცირეწლოვანი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.    

მეტი...

,,ამერიკული და დასავლეთ ევროპის ფონდებში აფერხებენ მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემას”- ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ლაშა კალანდაძე საუბარია ბიძინა ივანიშვილი vs Credit Suisse საქმეებთან დაკავშირებით მოცემული მომენტისთვის არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკული და დასავლეთ ევროპის ფონდებში აფერხებენ მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემას. ,,დაინტერესებული პირებისთვის/საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების/უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი Credit Suisse-დან გადატანილი იქნა სხვა შვეიცარულ ბანკში (Julius Baer), თუმცა აქტივების მმართველად დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე. Credit Suisse-ის ტრასტმა 2022 წლის მარტიდან შექმნა დაბრკოლებები აქტივების წვდომის მიმართულებით. თავდაპირველად ვალდებულების შეუსრულებლობა ტრასტმა ახსნა მიზეზით: „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“. ერთადერთი…

მეტი...

თურქეთში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად ჩრდილი დააკავეს

თურქეთში პოლიციამ ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად ჩრდილი დააკავა. თურქული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლების მიერ ინტერპოლის მიერ ძებნილი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრი მანამდე თურქეთში ორჯერ იყო დაკავებული და დეპორტირებული. სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფმა დაადგინა ეჭვმიტანილის საცხოვრებელი კუჩუქჩეკმეჯში. ეჭვმიტანილი სპეცოპერაციის დროს დააკავეს მისამართზე, შემდეგ კი სასამართლოში გადაიყვანეს. თურქული მედიის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზაციის წევრებს რუსეთსა და აზერბაიჯანში და ორგანიზაციის სახელით განხორციელებულ მოქმედებებს. ჩიხლაძეს მოსკოვში ჩადენილი მკვლელობისა და სხვა დანაშაულისთვის ინტერპოლით იძებნებოდა.

მეტი...

არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 4 ქართველი დააკავეს – ბრალდებულებს წრე შემოარტყეს და დასჯა მოითხოვეს

პოლონეთის ქალაქ ბიტომში არასრულწლოვან გოგოებზე სექსუალურ ძალადობის ბრალდებით 4 ქართველი დააკავეს. პოლონური მედიის ინფორმაციით, ხალხმა ბრალდებულებს წრე შემოარტყეს და მათი დასჯა მოითხოვეს. საქართველოს მოქალაქეების დასაკავებლად სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო. მუნიციპალურ საცურაო აუზზე ადგილობრივები მათ პედოფილიის ბრალდებით დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ადგილობრივების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც დაახლოებით 100 პოლონელი ცდილობდა გამკლავებოდა ოთხ მიგრანტს, რომლებიც აუზში ახორციელებდნენ სექსუალურ შევიწროებას გოგონებსა და ბიჭებზე. შევიწროების შესახებ გოგონამ დედას უამბო, რომელიც აუზთან დაცვის თანამშრომლებთან მივიდა. დაცვის თანამშრომლებმა მამაკაცები დააკავეს და პოლიცია გამოიძახეს. „ოთხმა ქართველმა კაცმა სექსუალურად შეავიწროვა 11-დან 13 წლამდე გოგონები, შეშფოთებული ხალხი ეჭვმიტანილებს…

მეტი...

,,დასავლეთმა უგულებელყო ჩემი გაფრთხილებები პუტინის შესახებ“- მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვა გამოაცხადა თითქმის ორი ათეული წლის წინ, მაგრამ გაფრთხილებები მისი აგრესიული ტერიტორიული ამბიციების შესახებ დასავლეთმა უგულებელყო, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა  The Times-ისთვის მიწერილ წერილში განაცხადა. მისი თქმით, პუტინი არ მალავდა მიწის მიტაცების გეგმებს, როცა ისინი მოლაპარაკებებისთვის შეხვდნენ კრემლში 2004 წელს. ,,ყველაფერი, რასაც ის ახლა აკეთებს, მეტ-ნაკლებად ამიხსნა ჩვენს პირველ შეხვედრაზე”,- აღნიშნავს სააკაშვილი. სააკაშვილის თქმით,  ის ბერლინში გაემგზავრა 2004 წელს კრემლის შეხვედრის შემდეგ პუტინთან დაკავშირებით თავისი შეშფოთების გამოსახატავად, მაგრამ მაშინდელი გერმანიის კანცლერი გერჰარდ შროდერი ურყევი იყო. „გასაკვირველია, რომ მან მაშინვე დამსაჯა პუტინთან“, – წერს სააკაშვილი.…

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრმა ვეტერანებისთვის 144 -ე საქველმოქმედო აქცია თბილისში ჩაატარა

მიმდინარე წლის 15 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 144-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 50 -მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 170-მდე სამედიცინო ვიზიტი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, პირველი მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა; ხუთწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ კი, 2022 წლის 16 აპრილს, მემორანდუმი, კვლავ 5…

მეტი...

რუსული მხარის განცხადებით, ღამით ყირიმზე დრონებით შეტევა განხორციელდა

ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურის სერგეი აქსიონოვის განცხადებით, ღამით რეგიონზე დრონებით შეტევა განხორციელდა. მისი თქმით,  საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის აღმოსავლეთში 9 დრონი ჩამოაგდეს,  19 კი ჩაახშეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. ,,ღამით, ყირიმის აღმოსავლეთით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 9 უპილოტო საფრენი აპარატი, კიდევ 19 ჩაახშეს ელექტრონული ომით. მსხვერპლი არ ყოფილა”, – წერს აქსიონოვი.  

მეტი...

„ვგმობ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შესახებ”- სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანი, იენს სტოლტენბერგი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლას გმობს. „ვგმობ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შესახებ, ჩვენი მოკავშირე თურქეთისა და გაერო-ს ძალისხმევის მიუხედავად. რუსეთის უკანონო ომი უკრაინის წინააღმდეგ ზიანს აყენებს მილიონობით დაუცველ ადამიანს მთელ მსოფლიოში“, – წერს სტოლტენბერგი ტვიტერზე. რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა

მეტი...

რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია

18 ივლისს ღამით, რუსეთმა კიდევ ერთხელ შეუტია უკრაინას „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად აფეთქებები გაისმა მიკოლაივში, მოგვიანებით კი – ოდესაში. სამხრეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებით, ოდესაში თავდასხმის შედეგად დაშავდა ხანდაზმული მამაკაცი. მას რაკეტების ნამსხვრევები სახლში მოხვდა და კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ განადგურებული ექვსი კალიბრის საკრუიზო რაკეტის ფრაგმენტებმა დააზიანა პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტები და რამდენიმე სახლი.

მეტი...

სამხრეთ კორეაში წყალდიდობისა და მეწყერს 41 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კორეაში წყალდიდობისა და მეწყერს 41 ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაკარგულად ითვლება, „ბიბისის“ ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კოკისპირულმა წვიმამ სამხრეთ კორეის ნაწილი დატბორა. დაიტბორა ჩონჯუს მთიანი რეგიონი, სადაც გვირაბის დატბორვას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.  

მეტი...

,,ვერ დავუშვებთ, რომ ომი კიდევ 500 დღე გაგრძელდეს”- ჯეიმს კლევერლი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ვერ დაუშვებს უკრაინაში ომის გაჭიანურებას. კლევერლიმ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და გახსნას შავი ზღვა გემებისთვის. ,,ვერ დავუშვებთ, რომ ეს ომი კიდევ 500 დღე გაგრძელდეს. პრეზიდენტ ზელენსკის ათპუნქტიანმა გეგმამ აჩვენა წინსვლის გზა. უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენ გვინდა მშვიდობა. მთელ მსოფლიოს სურს მშვიდობა”, – განაცხადა კლევერლიმ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არის ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებას სურს და რუსეთმა ეს არჩევანი დღესვე უნდა გააკეთოს უკრაინიდან მთელი ჯარის გაყვანით.

მეტი...

ზესტაფონში, სამცვერას ჩანჩქერთან მაშველები 18 წლის ბიჭს ეძებენ

ზესტაფონში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ. სოფელ ქვედა საზანოში, სამცვერას ჩანჩქერთან მაშველები 18 წლის ბიჭს ეძებენ. ახალგაზრდა ჩანჩქერზე გუშინ გადახტა. სამაშველო სამუშაობი მეორე დღეა მიმდინარეობს.  

მეტი...

თვითმფრინავი ანგარს შეეჯახა – არის მსხვერპლი

პოლონეთის ქალაქ ვარშავის მახლობლად მდებარე აეროდრომზე ანგარს პატარა თვითმფრინავი შეეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად მინიმუმ შვიდი ადამიანი დაშავდა.  ხალხი ანგარს ძლიერი ქარიშხლის გამო აფარებდა თავს. შემთხვევა ვარშავის მახლობლად, სოფელ ჰრცინოში მოხდა. სახანძრო ბრიგადის სპიკერმა მონიკა ნოვაკოვსკა-ბრინდამ განაცხადა, რომ ამინდი იყო კატასტროფის “სავარაუდო მიზეზი”. მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში სამი პილოტი იმყოფებოდა, ერთი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

მეტი...

,,თუ კრემლში ჰგონიათ, რომ აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, იქნება თუ არა სუფრაზე საკვები, მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ შანტაჟი დაუშვებელია”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის პოზიცია ყოველთვის იყო და იქნება მაქსიმალურად მკაფიო. მისი თქმით, არავის აქვს უფლება, გაანადგუროს რომელიმე ერის სასურსათო უსაფრთხოება. „თუ სადღაც კრემლში ჰგონიათ, რომ აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, იქნება თუ არა სუფრაზე საკვები სხვადასხვა ქვეყანაში: ეგვიპტეში თუ სუდანში, იემენში ან ბანგლადეშში, ჩინეთში ან ინდოეთში, თურქეთში თუ ინდონეზიაში, მაშინ მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ შანტაჟი დაუშვებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...