უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, კასეტური ჭურვები გამოსაყენებლად რამდენიმე დღეში მზად იქნება. ამის შესახებ სირსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მედიის ინფორმაციით, კასეტურ საბრძოლო მასალებს უკრაინელები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში გამოიყენებენ.
ცნობისთვის, 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს.