,,თავის ჯანმრთელობაზე მეტად, უკრაინაზე დარდობს”- გიული ალასანია

,,თავის ჯანმრთელობაზე მეტად, უკრაინაზე დარდობს. მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ უკრაინის გამარჯვება მისი ხსნაა“,- ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კიევში, სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს პუტინს საქართველო არ დაუთმო და  ამიტომ ის ისჯება.

„მინდა, პრეზიდენტ ზელენსკის მადლობა გადავუხადო ჩემი შვილის მხარდაჭერისთვის. მადლობა დავით არახამიას, ის ჩემ შვილთან ერთად სწავლობდა იმ დროს, როცა ის უკრაინაში ატარებდა წლებს. რატომ ზის ციხეში? ესაა კითხვა. საქმე იმაშია, რომ მან 2008 წელს პუტინს საქართველო არ დაუთმო, ამიტომ ის ისჯება. ომის დასრულების შემდეგ მან მიიღო პუტინის მუქარა, რომ თავისას მიიღებდა და კვერცხებით დაკიდებდა. მიშას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა უკრაინაში და მხოფლიოში. ევროპარლამენტში, ლიეტუვაში არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის მოლდოვისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გააკეთეს მისი მხარდამჭერი განცხადებები, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ შედეგი არ არის. მადლობელი ვარ უკრაინის, მიშა ძალიან დარდობს, რომ ამ მძიმე დღეებში ის უკრაინაში არ არის. თავის ჯანმრთელობაზე მეტად, უკრაინაზე დარდობს. მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ უკრაინის გამარჯვება მისი ხსნაა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები