,,თბილისი ენერჯი” მოსახლეობას აფრთხილებს

,,თბილისი ენერჯი” სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

,,გახსოვდეთ, თუ გადადიხართ ახალ საცხოვრებელ ფართში, აუცილებლად დაგვიკავშირდით და ჩვენი სპეციალისტები შეამოწმებენ რამდენად უსაფრთხოა გაზის შიდა ქსელი!

co-თი ინტოქსიკაციის და გარდაცვალების 70% სწორედ გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება.

დაგვიკავშირდით გაზის შიდა ქსელის გადასამოწმებლად, თუ ქირაობთ/გირაობთ ან აქირავებთ/აგირავებთ საცხოვრებელს ფართს.  2 40 40 04 – მომსახურება არის სრულიად უფასო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები