ელჩს იმედი აქვს, რომ ბელგია გადაწყვეტილებას გადახედავს და საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში დააბრუნებს

ბელგიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. როგორც ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი  ვახტანგ მახარობლიშვილი აცხადებს, აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შიეცვლება.

„ევროკავშირის სახელმწიფოთა დიდ უმრავლესობას საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჰყავს. მსგავსი ტიპის შეფასების პრინციპით სარგებლობს მხოლოდ 20 ქვეყანა 27 სახელმწიფოსგან. 20 სახელმწიფოდან 16 სახელმწიფოს საქართველო შეყვანილი ჰყავს უსაფრთხო ქვეყნების სიაში. მიმდინარე ეტაპზე, ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ამოღებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან ცვალებადი. ნებისმიერი სახელმწიფო, ნებისმიერ წელს შეიძლება, სხვადასხვა მიზეზით იყოს ამოღებული ან დამატებული“ – აღნიშნა ელჩმა მედიასთან.

მისივე შეფასებით, ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციები გაიარა და პოზიცია დადებითია, რომ საქართველო უნდა იყოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში.

„შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და დავაზუსტებთ, რა კონკრეტული მიზეზი შეიძლება ყოფილიყო. შეიძლება ეს ყოფილიყო რაიმე ტექნიკური ან სტატისტიკური მიზეზი.  გვაქვს გარკვეული მოკრძალებული მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება შემდგომი გადახედვა შესაბამისი სტატისტიკის, თუ მონაცემების, საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილება შეიცვლება და საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიას დაუბრუნდება“ – აცხადებს ელჩი მახარობლიშვილი.

მსგავსი თემები