სააკაშვილის ნიმუშის წინდით გატანა გაყალბებას ემსახურებოდა და არა პოლონური წინდების რეკლამას – მაჭარაშვილი

სააკაშვილის ნიმუშის წინდით გატანა გაყალბებას ემსახურებოდა და არა პოლონური წინდების რეკლამას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის ნიმუშის წინდით გატანა გაყალბებას ემსახურებოდა.

„რა თქმა უნდა, პატიმარ სააკაშვილის ნიმუშის წინდით გატანა გაყალბებას ემსახურებოდა. ექიმი თავადაც აღიარებს, რომ მას ნიმუში ჩუმად გაჰქონდა. აღიარებს, რომ უნდოდა, კვლევა თავის ლაბორატორიაში ჩაეტარებინა. მადლობა ეკუთვნით შესაბამისი უწყების თანამშრომლებს, რომელთაც ეს ამაზრზენი ფაქტი აღმოაჩინეს. სხვა შემთხვევაში, წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? – ორ დღეში ვიხილავდით შეტყობინებას, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლინიკამ სააკაშვილის მოწამვლა დაადგინა. ამ დროს, პოლონელი ექიმის მიერ ბიოლოგიური ნიმუში წინდით იყო გატანილი. ბუნებრივია, პოლონელი ექიმის მიზანი იყო არა პოლონური წინდების რეკლამა, არამედ გაყალბება. სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუში გასაყალბებლად გაიტანა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები