კასპში პოლიციელის ცემის გამო სამი პირი დააკავეს

კასპში, პოლიციელის ცემის ბრალდებით სამი პირია დაკავებული – მიხეილ მაისურაძე, ბექა ღუდუაშვილი და ჯაბა ცეცხლაძე. სამივე წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის წარდგენას ელოდება. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, დაპირისპირება ახალგაზრდებსა და  პოლიციელის ცოლს შორის დაიწყო. ქალი მათ კუთვნილ ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც დახმარება მეუღლეს სთხოვა.

დაპირისპირების შემდეგ, პოლიციელმა ჰაერში ისროლა, ადგილობრივებმა კი მას იარაღი წაართვეს და ფიზიკურად  გაუსწორდნენ. დაშავებული პოლიციელი სამედიცინო დახმარების ჯგუფმა “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანა.

 

მსგავსი თემები