ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის მოქალაქე დააკავეს – გაერო

გაეროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში საზღვრის გადაკვეთისას აშშ-ს მოქალაქე დააკავეს. გაეროს სარდლობამ, რომელიც მართავს დემილიტარიზებულ ზონას და ერთობლივი უსაფრთხოების ზონას (JSA), განაცხადა, რომ მამაკაცს არ ჰქონდა ავტორიზაცია

,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ამჟამად ჩრდილოეთ კორეაში პატიმრობაშია და კორეის სახალხო არმიასთან ამ ინციდენტის მოსაგვარებლად ვმუშაობთ”, – ნათქვამია გაეროს სარდლობის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი საზღვრისპირა სოფლებში ტურში იმყოფებოდა, როდესაც  საზღვარი უნებართვოდ გადაკვეთა.

მსგავსი თემები