“ნუ ახდენთ „პოლონელი ექიმების სკანდალის“ – მიხეილ სააკაშილის მიმართვა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლონელი ექიმის სკანდალთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

„მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ „პოლონელი ექიმების სკანდალის“ შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას. სკანდალურია არა ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივით შექმნილი მაღალი კვალიფიკაციის ექიმების ჯგუფის ჩამოსვლა, ოთხთვენახევრიანი მოლოდინის და ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, არამედ ჩემი სრულიად უსამართლო პატიმრობა.

სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე. სკანდალია ოლიგარქის მონების ყოველი განცხადება და მათი თავდასხმა დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირებზე და მათ წარმომადგენლებზე.

სკანდალია მთელი პროგრესული სამყაროსგან დაგმობილი და გარიყული რუსეთის სხვადასხვა გზით მხარდაჭერა და გმირულად მებრძოლი უკრაინისგან განდგომა. დროა, ბოლო მოეღოს „კაგებეშნიკური“ მეთოდებით ქვეყნის ნგრევას!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები