,,გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ომის შედეგად უკრაინაში 9 287 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო დაიჭრა 16 384, რაც უმეტეს წილად გამოწვეულია რუსული ჯარის სროლის შედეგად.” – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ.
მისივე თქმით, ეს არის დაზუსტებული მონაცემები და გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი სავარაუდოდ, გაცილებით მეტია.