,,იმედი მქონდა და დღემდე მაქვს, მგონია, რომ შეიწყალებს”- პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან “ნაციონალურ მოძრაობაში” გადასული ალექსანდრე კრევო-ასათიანს ჰგონია, რომ  სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. მისი თქმით, პრეზიდენტს  ნათქვამი აქვს, რომ სირცხვილია, მთავრობა, როგორც იქცევა მესამე პრეზიდენტის მიმართ.

,,სინამდვილეში, როცა იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილზე, თვითონაც აქვს ნათქვამი რამდენჯერმე, რომ მთავრობა, როგორც იქცევა მესამე პრეზიდენტის მიმართ, არის სირცხვილი და ქვეყნის რეპუტაციისთვისაც არის ძალიან ცუდი – ამ საკითხებზე გვისაუბრია. ეს იმედი მქონდა და დღემდე მაქვს, მგონია, რომ შეიწყალებს, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ჩვენი ევროინტეგრაციისთვის. სალომე ზურაბიშვილსაც სურს ევროინტეგრაცია და ვფიქრობ, რომ თვითონაც ხედავს, რომ ეს საჭიროება დადგება,“ – განუცხადა  ალექსანდრე კრევო-ასათიანმა ტვ პირველს.

მსგავსი თემები