Reuters-ის ინფორმაციით, აშშ უახლოეს დღეებში უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ, $1,3 მლრდ-იან პაკეტს გამოაცხადებს.
არსებული ინფორმაციით, პაკეტში შედის VAMPIRE საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, Phoenix Ghost და Switchblade დრონები.
ასევე, უკრაინა მიიღებს ავსტრალიური კომპანიის DroneShield-ის უპილოტო საჰაერო ხომალდების მნიშვნელოვან რაოდენობას, რადარებს, სენსორებსა და ანალიტიკურ სისტემებს.