,,გთხოვთ დაგვეხმარეთ 22 წლის ლუკას პოვნაში”- ლუკა ლაცაბიძის ოჯახისა და მეგობრების განცხადება

მეოთხე დღეა მაშველები და მყვინთავები თბილისის ზღვაზე 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეძებენ. ლუკა ლაცაბიძის ოჯახი და მეგობრები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებენ.

,,ბოლო ინფორმაციით, რომელიც ლუკა ლაცაბიძის დედამ მოგვაწოდა: დადასტურდა რომ პარასკევს ღამის 2 საათზე ლუკა თბილისის ზღვაზე წავიდა ტაქსით. 17:00 ვიწყებთ შეკრებას თბილისის ზღვის კლუბის ტერიტორიაზე და პოლიციის გვერდით ლუკას ძებნას. მთელი ღამე მანდ ვრჩებით. გვჭირდება ნათურები. დიდი შანსია რომ ლუკა მანდ არის და ახლა ყოველი წამია გადამწყვეტი!ყველას გთხოვთ ნუ იქნებით გულგრილები და დაგვეხმარეთ 22 წლის ლუკას პოვნაში!” – ნათქვამია განცხადებაში. 

 

მსგავსი თემები