მივმართავ უკრიანის პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მკველელობის მომზადების საქმეზე – არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია უკრიანის პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მკველელობის მომზადების საქმეზე.

,,თუ სააკაშვილს რამე მოუვა ეს იქნება მკვლელობა. მე როგორც სახლხო დეპუტატი მივმართავ უკრიანის გენერალური პროკურატურას დაიწყოს გამოძიება, მკველელობის მომზადების საქმეზე.  რაც ხდება ეს არის მკვლელობის მომზადება. ჩვენ მივიღეთ დადგენილება უმაღლეს რადაში, ახლა საჭიროა რაც შეიძლება ბევრი ვიმუშავოთ, რომ რაც შეიძლება ევროპის მეტმა პარლამენტმა მიიღოს ანალოგიური დადგენილება. თუ იქნება ათი ევროპული ქვეყნის დადგენილება, საქართველოს ხელისუფლებას არ ექნებათ სხვა არჩევანი. ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა, ვერ წავა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წინაღმდეგ. მე ვფიქრობ რომ ეს სტრატეგია იმუშავებს,” – განაცხადა არახამიამ სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები