,,შეშფოთებით ვუყურებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ვაპირებ იქ ჩასვლას” – კრამერი

,,მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ერთადერთი სწორი ნაბიჯი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული საბაბით გათავისუფლოს”. ამის შესახებ ევროპარლამენტში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე “ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის” გლობალური პოლიტიკის დირექტორი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი საუბრობს.

,,დღეს ყველანი დამწუხრებულები ვართ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო. მე გავიმეორებ პრეზიდენტ ტომას ილვესის სიტყვებს და ვიტყვი, რომ სხვა თუ არაფერი, მხოლოდ ჰუმანიტარული საბაბით უნდა იქნას ის გათავისუფლებული. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადადგას ერთადერთი სწორი ნაბიჯი. მე ძალიან გაწბილებული ვარ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკით ამ დღეებში. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს რიტორიკა მოდის უფრო მოსკოვიდან, ვიდრე თბილისიდან. ჩვენ დავინახეთ რუსული სტილის კანონის მიღების მცდელობა, ვხედავთ რუსეთთან კავშირების გამყარების მცდელობებს, როდესაც ყველა დანარჩენი მოსკოვთან კავშირების გაწყვეტას ცდილობს. ასე რომ, მე შეშფოთებით ვუყურებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და თვენახევარში ვაპირებ იქ ჩასვლას, რათა მონაწილეობა მივიღო დაგეგმილ კონფერენციაში და მეტი ყურადღება გავამახვილო ამ თემებზე”, – ამბობს კრამერი.

მსგავსი თემები