,,შეიძლება დავუშვათ, რომ პოლონელ ექიმს სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, უყვარს და უნდოდა, სახლში წაეღო მისი თმები”- რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი კლინიკა ვივამედში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება. მისი თქმით,   მომხდარს ზედმეტი ყურადღება ექცევა.

„ვერ გავიგე, ნიმუშის ასე გამოტანას რა საფრთხე შეიძლება მოჰყოლოდა. ეს ყველაფერი კომიკურად გამოიყურებოდა. შეიძლება დავუშვათ, რომ ამ ადამიანს მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, უყვარს და უნდოდა, სახლში წაეღო მისი თმები. ამ ამბავს სხვანაირი ახსნა ვერ მოვუძებნე. მგონი, ამ ისტორიას ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ. მეტი სხვა აზრი არ მომდის. თუ სხვა უკეთესი ახსნა იქნება, სიამოვნებით მოვისმენდი“, – განაცხადა ალექსანდერე  რაქვიაშვილმა.

მსგავსი თემები