გორში, მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
2 წლის გოგონას იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა პალატაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მე-3 სართულიდან 2 წლის გოგონა გადმოვარდა.