,,რა აქვს გადასარჩენი მიხეილ სააკაშვილს?”- კახა კალაძე

,,რა აქვს გადასარჩენი მიხეილ სააკაშვილს?,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც  უკრაინის რადაში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

,,რა აქვს გადასარჩენი მიხეილ სააკაშვილს? პატიმრობიდან დახსნას [ითხოვენ]? დახსნას რაც შეეხება, ამ ადამიანს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, რაზეც აქვს კიდეც მისჯილი. სხვა საკითხებზე მუშაობს პროკურატურა, არაერთი განცხადება იყო გაკეთებული ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება და თუ როგორ წარიმართება და რა იქნება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს,”- განახადა კალაძემ.

უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ მიმართვის პროექტს

მსგავსი თემები