,,სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ამ ქვეყნის სათავეში, არაფერს პოზიტიურს ევროპისგან არ უნდა ველოდოთ“ – გედევან ფოფხაძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე, ბელგიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქვეყანას ეფექტური დიპლომატიური სისტემა, რომ ჰქონდეს, ასეთი რაღაც არ მოხდებოდა.

„ძნელად წარმოსადგენია, ჩვენ გვქონდეს ეფექტური დიპლომატიური სისტემა და ასეთი რაღაც ხდებოდეს. ისეთი ვითარებაც არ არის საქართველოში, რომ ყველა ნაბიჯზე დანაშაული ხდებოდეს. წარმატებული კრიმინოგენური ვითარება არ გვაქვს, მაგრამ არც ისეთი, რომ დიპლომატიური გზებით არ იყოს შესაძლებელი ბელგიასთან მოლაპარაკების წარმოება, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც ქვეყანა რუსულ ფრენებს აღადგენს, არათუ ასეთი გადაწყვეტილებები, არამედ სანქციებიც არ უნდა გაგვიკვირდეს.

,,რეალურად დღეს საქართველო ევროპისა და მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის რუსეთის ორბიტაზე მყოფი სახელმწიფოა. სანამ „ქართული ოცნება“ და პრორუსული ხელისუფლება იქნება ამ ქვეყნის სათავეში, არაფერს პოზიტიურს ევროპისგან არ უნდა ველოდოთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი თემები