ლანჩხუთში, ერთ-ერთ ბინაში, ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

ლანჩხუთში მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. “გურია თუდეის” ინფორმაციით,  მეზობლებმა პოლიცია და სამაშველო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინიდან მძაფრი სუნი გამოვიდა.

მათივე ინფორმაციით, ბინაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კარის გაჭრის შემდეგ შევიდნენ. სწორედ მათ აღმოაჩინეს გარდაცვლილი 82 და 72 წლის ქალის ცხედრები.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

 

მსგავსი თემები