საბავშვო ბაღის მასწავლებელი ბავშვების მოწამვლის გამო სიკვდილით დასაჯეს

ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს ბაღის მასწავლებელი, რომელსაც ბრალად ბავშვების მოწამლა ედებოდა. საბავშვო ბაღის მასწავლებელმა 2019 წელს შეიძინა ნატრიუმის ნიტრიტი, მას შემდეგ, რაც კოლეგასთან დაპირისპირება მოუვიდა.

39 წლის ვანგ იუნმა  ქიმიური ნივთიერება ბავშვებისთვის განკუთვნილ ფაფას დაამატა, რის შემდეგაც ერთი  ბავშვი  გარდაიცვალა, ხოლო  24 ბავშვი დაშავდა.

 სასიკვდილო განაჩენი უკვე აღსრულებულია.

მსგავსი თემები