ჩინეთში ტაიფუნი „ტალიმი“ მძვინვარებს. ჩინეთის ხელისუფლებამ ავიარეისების გაუქმებასა და სარკინიგზო გადაზიდვების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
Reuters-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ეს უკვე მეოთხე ტაიფუნია, რომელიც ძლიერი ტაიფუნების რიგში შედის და საკმაოდ იშვიათ მოვლენას წარმოადგენს.