ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო – სალომე სამადაშვილი

,,ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომელიც ითვლება უსაფრთხო ქვეყნებად ევროკავშირში,”- ამის შესახებ ”ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი  თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება  ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში კანონის უზენაესობას.

,,ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომელიც ითლება უსაფრთხო ქვეყნებად ევროკავშირში. ეს გადაწყვეტილება მიიღო ბელგიამ იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობას, ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას და შესაბამისად, ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მათთვის შესაბამისი მიმართვის შედეგად მოხდეს გამარტივებული პროცედურით, როგორც მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც მათ საკუთარი ხელისუფლება ვერ იცავს”- განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი თემები