კახეთში ძლიერმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სეტყვისგან განადგურებულია სასოფლო- სამეურნეო სავარგულები და დაზიანებულია ასობით ჰექტარი ვენახი.
არსებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა და ავტომობილებით გადაადგილება შეაფერხა.
ამ წუთებში ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ და გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.