რა სანქციები დაეკისრებათ ავტომფლობელებს, ვისი მანქანებიც ბოლავს?! – გაფრთხილება მძღოლებს

სექტემბრიდან 4 დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.  გარემოსდაცვითი ზედამხედველობოს დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ტარიელ ირემაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტა, თუ რა სანქციები დაეკისრებათ გამონაბოლქვის წესების დამრღვევ მოქალაქეებს.

,,კანონპროექტის მიხედვით საჯარიმო საქციების ფიზიკური პირების შემთხვევაში განისაზღვრება პირველ ეტაპზე 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში 500 ლარით. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, თუ 15 კალენდარული დღის განმავლობაში  კანონდამრღვევი ხელმეორედ დაარღვევს გამონაბოლქვის წესებს, ჯარიმა გასამმაგდება და ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 300 ლარი, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში 1500 ლარი. ასევე, 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მესამედ დაარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირების შემთხვევაში გასამმაგებული ჯარიმა გაორმაგდება, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში 3000 ლარი იქნება. ვფიქრობთ, ეს ცვლილებები საკმაოდ კარგ ეფექტს გამოიღებს, რადგან სახელმწიფო სექტორის გარდა, ამ ცვლილებების განხილვაში, დამუშავებასა და მიღებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ჯგუფები. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ვფიქრობთ, მაღალი კონსესუსით და მხარდაჭერით სარგებობს აღნიშნული ცვლილებები. აქედან გამომდინარე, პირველ ეტაპზე ველოდებით პოზიტიურ შედეგებს,”- განაცხადა ტარიელ ირემაძემ „მედიაცენტრ მთავარში”.

მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება – ტარიელ ირემაძე „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები