ექიმმა განმარტა, რომ ყველაფრის ფეხსაცმელში შენახვა ჩვევად აქვს – ზურაბ ჩხაიძე

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძე კლინიკაში პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, როგორც თავად მედიკოსმა განმარტა, რომ ჩვევად აქვს, ყველაფერი ფეხსაცმელში შეინახოს.

,,რამდენჯერმე ჩატარდა მათ მიერ კონსულტაცია და მერე, როგორც გავიგე, ერთ-ერთი მათი ოთახში ყოფნის დროს, მათ აუღიათ ეს ბიოლოგიური ნიმუშები. მაგრამ ბიოლოგიური ნიმუშების აღებას, მოგეხსენებათ, აქვს თავის წესი. როდესაც ეს ჩვენ გავიგეთ, ავუხსენით ამ ადამიანებს, რომ ამისთვის უნდა არსებობდეს თანხმობა პენიტენციური დაწესებულების. ოფიციალურად როდესაც ნებართვა გაიცა პენიტენციური დაწესებულებიდან, ვესწრებოდით ჩვენი კლინიკის წარმომადგენლები, აღებული იქნა ეს ნიმუშები, ჩაიდო კონვერტში, დაილუქა ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი დავიტოვეთ ჩვენ, მეორე ეგზემპლარი გადავეცით მათ. მე ვერ გეტყვით ძველი ნიმუშების შესახებ. ეს არის გამოძიების პრეროგატივა და დაადგინოს გამოძიებამ. ამ ადამიანმა დაწერა ამის შესახებაც  ხსნა-განმარტება. ნიმუში აიღო, მაგრამ შემდეგ უკვე, როცა უკვე ოფიციალურად, კანონიერად მოხდა ნიმუშის აღება, უნდა ჩაედო ჯიბეში, მაგრამ არ ჩაიდო ჯიბეში. მას ჩვევა აქვს, რომ ყველაფერს ინახავს ფეხსაცმელში. გატანით სხვა ნიმუში იქ არ იყო,” – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მსგავსი თემები