რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეჩერდა. მისი თქმით, რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმებების ნაწილი არ შესრულდა.

„ფაქტობრივად, შავი ზღვის ხელშეკრულებები დღეს აღარ მოქმედებს. როგორც ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო ვადა 17 ივლისია. სამწუხაროდ, ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მსგავსი თემები