სექტემბრიდან 4 დიდ ქალაქში მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება – ტარიელ ირემაძე “მედიაცენტრ მთავარში”

სექტემბრიდან 4 დიდ ქალაქში მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება. ამის შესახებ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობოს დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ტარიელ ირემაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ,,საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით დაამტკიცა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც მოიაზრებს ავტოსატრანსპორტო საშუალების ხილული გამონაბოლქვის კონტროლის დაწყებას გზებზე. კანონპროექტის მიხედვით, კონტროლი განხორციელდება 4 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უკვე დაევალა ადმინისტრირება და აღსრულება გზებზე აღნიშნული რეგულაციისა”, – განაცხადა ტარიელ ირემაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. როგორც მან აღნიშნა, ცვლილება სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურებას მკვეთრად შეამცირებს.   მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება – ტარიელ ირემაძე „მედიაცენტრ მთავარში“

მეტი...

ჟურნალისტი მარიცა კვანტალიანი გარდაიცვალა

34 წლის ასაკში,  გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის  სპორტის მიმართულების პროდიუსერი, მარიცა კვანტალიანი. ამის შესახებ ინფორმაციას, პირველი არხის ავრცელებს. მათივე ცნობით, იგი რამდენიმე დღე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.   ფოტო – პირველი არხი

მეტი...

,,პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ არ არის ინფორმირებული თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი”- საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ ილია დარჩიაშვილისა და საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, მარიუშ პიეტრ ჟაკის შეხვედრა გაიმართა. საგარეო უწყების ცნობით,  შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააფიქსირა შეშფოთება პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რა დროსაც ერთ-ერთმა ექიმმა სცადა მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის სამედიცინო სინჯის პროცედურის დარღვევით გამოტანა კლინიკიდან. „პოლონელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა ოჯახის სურვილის შემთხვევაში კლინიკაში უცხოელი ექიმების დაშვების თაობაზე, რისი დასტურიცაა პოლონელი ექიმების ვიზიტი მსჯავრდებულ სააკაშვილთან ოჯახის შუამდგომლობითა და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს…

მეტი...

,,მიხარია, რომ გადაწყვიტა, საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო მეტად იზრუნოს”- წულუკიანი სააკაშვილზე

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანი კლინიკა ვივამედში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ”უნდა გასცენ კითხვებს პასუხი, რა მოხდა, რატომ და რა მიზნით“. მისი თქმით,  ელოდებიან საქართველოში პოლონეთის საელჩოსგან ახსნა-განმარტებას. „აღმოჩნდა და დადასტურდა, რომ სიმართლე ყოფილა, რასაც ჩვენ თვეების მანძილზე ვამბობდით, რომ სააკაშვილს ჩვენი სახელმწიფო კი არა, თვითდაზიანებით არის დაკავებული. მიხარია, რომ გადაწყვიტა, საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო მეტად იზრუნოს. ახლა უკვე გვჭირდება უფრო სერიოზული მიდგომა, როცა საქმე ეხება პატიმარსა და მის ჯანმრთელობას. ეს ტენდენცია, რაც მან თავისით წამოიწყო და იმ სცენარიდან ამოვიდა, რომელიც სააკაშვილს დაუწერეს, რომ არ ჭამო და,…

მეტი...

,,მნიშვნელოვანია, რომ სრულად არის დაცული სააკაშვილის უფლებები, როგორც მოპასუხის და როგორც პაციენტის“- პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მოხარულია, რომ ”როგორც იქნა, პოლონელი ექიმების ჯგუფი ჩამოვიდა საქართველოში და მიეცათ უფლება, მოენახულებინათ მიხეილ სააკაშვილი”. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ პოლონელი ექიმების ექსპერტიზა ხელს შეუწყობს პაციენტის მკურნალობას. „ძალიან კარგია, რომ პოლონელმა ექიმებმა რამდენიმე საათი გაატარეს პაციენტთან. ასევე, მოხარული ვარ, რომ ისინი ესაუბრნენ „ვივამედის“ ექიმებს, რომლებიც სააკაშვილს უვლიან. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ პოლონელი ექიმების ექსპერტიზა ხელს შეუწყობს პაციენტის მკურნალობას. მსურს, მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მიმართ. გარკვეული დრო დასჭირდა იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა საჭირო მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო და როცა პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ საქართველოში, ძალიან სწრაფად მიეცათ…

მეტი...

ევროპარლამენტში არის მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომლის წევრებიც შეწუხებული არია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით – პაველ ჰერჩინსკი

ევროპარლამენტში არის მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომლის წევრებიც შეწუხებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით, –  ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩმა უპასუხა კითხვას, რომლის თანახმად საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარებმა ბოდიში უნდა მოიხადონ. მისი თქმით, ევროპარლამენტის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები „ევროპარლამენტის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები. მე ვიცი, რომ ევროპარლამენტში არის მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომლის წევრებიც შეწუხებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამ ევროპარლამენტარებს შეუძლიათ, გამოთქვან თავისი შეხედულება თავისუფლად, ჩარევის გარეშე“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.  

მეტი...

საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა დასრულდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, მარიუშ პიეტრ ჟაკთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დასრულდა,  თუმცა არც ერთ მხარეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. პოლონეთის ელჩი უწყებაში “ვივამედში” მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიბარეს.  საგარეო უწყების წარმომადგენლებს კითხვები ჰქონდათ პოლონელი ექიმის საკითხზე, რომელიც სავარაუდოდ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანას ცდილობდა.   სკანდალი – სააკაშვილთან შესულმა პოლონელმა ექიმმა პატიმრიდან აღებული ნიმუში ფეხსაცმელში დამალა და მის გატანას ცდილობა

მეტი...

უკრაინელებმა გასულ კვირას 18 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს – ანა მალიარი

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით,  გასული კვირის განმავლობაში, კონტრშეტევის შედეგად, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ დამცველებმა თითქმის 18 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. ,,გასული კვირის განმავლობაში, ზოგადად (აღმოსავლეთით და სამხრეთით) შეტევითი ოპერაციების შედეგად, თითქმის 18 კვ. ზოგადად, შეტევის დროს გათავისუფლებული ტერიტორია 210,5 კვადრატული კილომეტრია“,- განაცხადა მალიარი. 16 ივლისს მალიარმა განაცხადა, რომ ვითარება გაუარესდა აღმოსავლეთ ფრონტზე.

მეტი...

ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის სპეცოპერაცია იყო – მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო. „ხიდს თავს დაესხნენ ზედაპირული დრონებით. ხიდთან მისვლა რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ ეს მოხერხდა“, – განუცხადა წყარომ  BBC-ის რუსულ ბიუროს. ტელეგრამის არხი Mash ამტკიცებს, რომ ყირიმის ხიდზე შესაძლოა მოდერნიზებული წყლის დრონები დაესხნენ თავს. ოფიციალურად, ყირიმის ხიდის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა არც უკრაინის ხელისუფლებას და არც სამხედროებს არ აუღიათ. უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა  განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქებები შესაძლოა რუსეთის პროვოკაცია იყოს მარცვლეულის შეთანხმების განხილვის ფონზე. „მახასიათებელია, რომ გემების დაჯგუფების ასეთი კონცენტრაციით ამ მხარეში…

მეტი...

„უყვარს და რა ქნას, კაბა მაინც გამოეცვალა ამ ქალს რომ დაარბენინებდნენ ერთი კაბით”- ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ლენტეხში ვიზიტსა და მოქალაქეებთან შეხვედრის კადრებს ეხმაურება. „უყვარს და რა ქნას ))))) კაბა მაინც გამოეცვალა ამ ქალს რომ დაარბენინებდნენ ერთი კაბით. რა სამარცხვინოა ასეთ რამეს პრემიერ მინისტრი რო კადრულობს და რა საშინელებაა საჯარო მოხელეების (უეჭველი საჯარო მოხელეა ეს ქალი) ასე წვალება”,- წერს ელისაშვილი.  

მეტი...

კანადის მთავრობა ახალ საიმიგრაციო პროგრამას იწყებს

კანადის მთავრობა უკრაინელი ლტოლვილებისთვის ახალ საიმიგრაციო პროგრამას იწყებს. ამის შესახებ კანადის იმიგრაციის, ლტოლვილთა და მოქალაქეობის მინისტრმა შონ ფრეიზერმა  განაცხადა. 2023 წლის 23 ოქტომბრიდან ახალი გზა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს მისცემს მათ, ვინც გაიქცა რუსეთის უკანონო შემოჭრისგან და სურს დარჩეს კანადაში. კვალიფიკაციის მისაღებად, უკრაინის მოქალაქეები უნდა იყვნენ კანადაში დროებითი რეზიდენტის სტატუსით და ჰყავდეთ ოჯახის ერთი ან მეტი წევრი კანადაში. ,,ეს მუდმივი მხარდაჭერა ეფუძნება ჩვენს მტკიცე ვალდებულებას, დავეხმაროთ უკრაინელებს უსაფრთხო თავშესაფრის პოვნაში და უზრუნველყონ მათთვის საჭირო დახმარება,”- განაცხადა მინისტრმა. უფრო დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება პროგრამის დაწყებამდე, ოქტომბერში.  

მეტი...

ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო დაზიანდა იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურა

ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო დაზიანდა იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურა, რის გამოც ქუთაისის იუსტიციის სახლში სერვისების გაცემა დროებით შეფერხებულია. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია მობილური იუსტიციის სახლები, საიდანაც შესაძლებელი იქნება მზა დოკუმენტების მიღება და განაცხადის ჩაბარება, ასევე, სერვისის მისაღებად განაცხადის ჩაბარება შესაძლებელია იუსტიციის სახლის ხონის, გეგუთის და წყალტუბოს ფილიალებში. „ხარვეზის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ფილიალის მუშაობის აღდგენის შესახებ ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის“,- აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

მეტი...

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლის დაავადების წინააღმდეგ მიმდინარე ბიოლოგიური ბრძოლის ეფექტიანობის მორიგი მონიტორინგი განხორციელდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, წაბლის დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევში 2021 წლიდან დაიწყო. პროცესი ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელებული სატყეო პათოლოგიური კვლევების საფუძველზე მიმდინარეობს და წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე აპრობირებულ მეთოდს. წაბლის ქერქის ნიმუშების კვლევა და ჰიპოვირულენტური შტამების გამოყვანის ლაბორატორიული სამუშაოები ავსტრიის, შვეიცარიის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიებში ჩატარდა. დღეისათვის, ჰიპოვირულენტური შტამები წაბლნარ კორომებში წინასწარ მომზადებულ საცდელ ფართობებზეა შეტანილი. ეფექტიანობის გამოვლენის მიზნით, ტერიტორიაზე მუდმივი მონოტორინგის პროცესი მიმდინარეობს. მონიტორინგის პირველადი შედეგების მიხედვით, საცდელ მონაკვეთებზე შტამებმა დაიწყო დაავადების გამომწვევი სოკოს წინააღმდეგ მუშაობა; თუმცა, კვლავ საჭიროებს…

მეტი...

საქართველოში პოლონეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოში პოლონეთის ელჩი,  მარიუშ მაშკიევიჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ელჩი უწყებაში დღეს მივა. ელჩის უწყებაში დაბარება, კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როდესაც  მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.   სკანდალი – სააკაშვილთან შესულმა პოლონელმა ექიმმა პატიმრიდან აღებული ნიმუში ფეხსაცმელში დამალა და მის გატანას ცდილობა

მეტი...

ძლიერი წვიმა ქუთაისში – დაიტბორა სახლები

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში სახლების პირველი სართულები დაიტბორა. დატბორვის შედეგად, წერეთლისა და ბუკიას ქუჩებზე მდებარე სახლებში დაზიანდა ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. დაიტბორა გზები და ტროტუარები.

მეტი...

„ზელენსკის ვეტყოდი – კმარა”- ტრამპი აღწერს, თუ როგორ შეუძლია ომის  24 საათში დასრულება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნების შემთხვევაში უკრაინაში ომის 24 საათში დასრულებაზე, გეგმას წარადგენს. მისი თქმით, მას კარგი ურთიერთობა აქვს ვოლომიდირ ზელენსკისთან და   რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც. „ზელენსკის ვეტყოდი: „კმარა. თქვენ უნდა დადოთ შეთანხმება“. პუტინს ვეტყოდი: „თუ შეთანხმებას არ გააფორმებთ, ბევრს მივცემთ“. თუ საჭირო გახდება, ჩვენ უკრაინას მივცემთ იმაზე მეტს, ვიდრე მათ ოდესმე მიუღიათ. ერთ დღეში დავდებ შეთანხმებას. ერთ დღეში“, – განაცხადა ტრამპმა.    

მეტი...

როდესაც უკრაინის საჰაერო ფარი საკმარისად გაძლიერდება, ჩვენ დავიცავთ მთელ ევროპას – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ როდესაც უკრაინის საჰაერო ფარი საკმარისად გაძლიერდება, უკრაინა უზრუნველყოფს მთელი ევროპის დაცვას რუსული ტერორისგან. „ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ არ არსებობს ისეთი რუსული რაკეტები, რომლებსაც უკრაინელები ვერ ჩამოაგდებენ. და როცა უკრაინის საჰაერო ფარი საკმარისად გაძლიერდება და ასეც იქნება, უკრაინა უზრუნველყოფს რუსეთისგან მთელი ევროპის რეალურ თავისუფლებას და დაცვას. ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოება იწყება აქ, უკრაინის სუვერენიტეტითა და ძლიერებით“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა

ყირიმის ხიდზე აფეთქებები მოხდა.  ამის შესახებ RBC-Ukraine ბაზა Telegram არხზე დაყრდნობით იუწყება. ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლის სერგეი აქსიონოვის თქმით, ყირიმის ხიდზე „საგანგებო ინციდენტი” მოვლენა მოხდა 145 სვეტის რეგიონში“. მისივე თქმით, ადგილზე პოლიცია მუშაობს. რუსული მედია იუწყება, რომ ყირიმის ხიდის აფეთქბის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა.   რუსული მედიის ცნობით, ე.წ. ყირიმის კურორტების სამინისტროს ხიდზე მომხდარი ინციდენტის გამო, საკოორდინაციო შტაბია მობილიზებული.  

მეტი...