სოფელ დაბაძველში დათვი სამ ადამიანს თავს დაესხა, მათ შორის ერთ-ერთი 6 წლის ბავშვია

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში დათვი ორ ქალსა და ერთ მცირეწლოვან ბავშვს თავს დაესხა.

შუახევის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 წლის ბავშვი დაშავდა, რომელსაც 12 ნაკერი დაადეს. მოზარდს დაზიანება სახის არეში ჰქონდა მიღებული, ხოლო ზრდასრულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

“მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ, ბავშვს სახის არეში, ასევე, ყურთან ჰქონდა დაზიანება. უფროსებს კი მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდათ. შემთხვევა სოფელში ტყესთან ახლოს მოხდა.

რაც შეეხება სოფელში დათვების ხშირ გადაადგილებას, ამ მხრივ მოქალაქეების მხრიდან ოფიციალური წერილობითი შეტყობინება უწყებაში არ შემოსულა. ბავშვს სამედიცინო მომსახურება ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გაეწია”, – განაცხადეს უწყებაში.

მსგავსი თემები