მოცეკვავე და ჩოხოსანი ომარ მხეიძე გარდაიცვალა

მოცეკვავე და ჩოხოსანი, ომარ მხეიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ომარ მხეიძე 88 წლის იყო.

„ომარი უფალთან შესახვედრად გაემგზავრა…“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ომარ მხეიძე  1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი (ხელმძღვანელი ჯანო ბაგრატიონი); 1954 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე (ხელმძღვანელები ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი), სადაც 30 წელი იღვაწა.

 

მსგავსი თემები