„ამ ადამიანს არაფერი ჰქონია შემოტანილი წინდის მეშვეობით, ის ცდილობდა მხოლოდ გატანას“ – იუსტიციის მინისტრი  

იუსტიციის მინისტრის პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ინცინდენტზე მორიგ განცხადებას აკეთებს. როგორც რატი ბრეგაძე განმარტავს, პოლონელ ექიმს წინდით არაფერი შემოუტანია, მხოლოდ გაჰქონდა.

„პოლონელი დილომატი არ არის ინფორმირებული ექიმის ამგვარი ქცევის შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტად გაუგებარს და ბუნდოვანს ხდის პოლონელი ექიმის ქცევას.  ელჩის არყფნის გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვა დიპლომატი იყოფებოდა. ამ კონკრეტულმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ის არ იყო ინფორმირებული ექიმის ამგვარი ქცევის მიზეზების შესახებ. მან ვერ გასცა მიზეზებზე ამომწურავი პასუხი.

ჩვენ ვრჩებით პოზიციაზე, რომ გვჭირდება ახსნა, რა მიზანს ემსახურებოდა ექიმის ამგვარი ქცევა. როცა საუბრობენ, რომ ამ ადამიანს შეილება რაღაც ჰქონდა შემოტანილი წინდის მეშვეობით, არ ჩნდება დამატებითი კითხვები, რა მიზნით უნდა შემოეტანა რამე? ამ ადამიანს არაფერი ჰქონია შემოტანილი წინდის მეშვეობით, ის უბრალოდ ცდილობდა წინდის მეშვეობით მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშის გატანას“ – აცხადებს რატი ბრეგაძე.

სკანდალი – სააკაშვილთან შესულმა პოლონელმა ექიმმა პატიმრიდან აღებული ნიმუში ფეხსაცმელში დამალა და მის გატანას ცდილობა

მსგავსი თემები