იტალიაში 21 წლის ქართველი დააკავეს

იტალიის ქალაქ სან-დონატოში, პოლიციამ ქურდობის მცდელობის ბრალდებით 21 წლის ქართველი დააკავა. მედიის ცნობით, ქართველი შევიდა ელექტრონიკის მეგამაღაზიაში და მავთულის საჭრელებით გაჭრა სიგნალიზაცია, სადაც დაახლოებით 1500 ევროს ღირებულების სმარტფონი იყო მიმაგრებული.

ამის შემდეგ ტელეფონი ჩანთაში ჩადო და გასასვლელისკენ გაემართა, თუმცა სიგნალიაზაცია ჩაირთო. ამ დროს ახალგაზრდა მამაკაცს მაღაზიის ხელმძღვანელი მიუახლოვდა, სმარტფონის გადასაცემად დაპატიჟა და ამავდროულად პოლიცია გამოიძახა.

ჩხრეკის დროს პოლიციამ ჩანთაში კიდე ორი თმის საჭრელი იპოვა. პ

მსგავსი თემები