ჭყონიამ წინანდალში ალბათ ცივი „კოკა-კოლა“ ჩაიტანა და გააგრილა – ალუდა ღუდუშაური

,,რა რჩევა უნდა მისცეს მიშა მშვილდაძემ? მისი პოზიციები ცნობილია. რაც შეეხება იქ ჭყონიას ყოფნას, ალბათ ცივი „კოკა-კოლა“ ჩაუტანა და ეს ადამიანები გააგრილა,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების წინანდალში შეკრებას გამოეხმაურა.

,,ეს ხალხი არის ერთი დიდი პარტია, რომელსაც თავისი როლები აქვს. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მიშა მშვილდაძის რჩევა-დარიგებები. მათ როლები აქვთ განაწილებული – ზოგი ყავას სვამდა, ზოგი გაერთო, ზოგი ისე იყო. ფაქტია, ამ ყველაფრით ქართველი ხალხი ვერ იხეირებს, რადგან იქ საქართველოს წინსვლაზე საუბარი ვერ იქნებოდა. ასევე არ იქნებოდა საუბარი დეპოლარიზაციაზე.

თქვენ ვინც ვერ დაინახეთ, მათ უკან დგანან კეზერაშვილები და სხვები, თუმცა მათ უნარი არ აქვთ, ჩვენს ქვეყანას რაიმე გაუკეთონ. ვერ დაგეთანხმებით, რომ მიშა მშვილდაძე და თემურ ჭყონია არ არიან პოლიტიკოსები. თუ ზუსტ დეფინიციას მივყვებით, ეს შეიძლება, სადავო იყოს, მაგრამ რასაც აკეთებენ, ღიად და პირდაპირ პოლიტიკაში არიან ჩართული. კლასიკური გაგებით თუ პოლიტიკოსები არ არიან, ამაში დიდი სხვაობა არ არის. რა რჩევა უნდა მისცეს მიშა მშვილდაძემ? მისი პოზიციები ცნობილია. რაც შეეხება იქ ჭყონიას ყოფნას, ალბათ ცივი „კოკა-კოლა“ ჩაუტანა და ეს ადამიანები გააგრილა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები