,,წარმოუდგენელი ვანდალიზმი მოხდა ვერის სასაფლაოზე! ვიღაცებმა მიზანმიმართულად დაამსხვრიეს საფლავებზე ჯვრები”- რას წერს მოქალაქე

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლალი ბაქანიძე 14 ივლისს, შუაღამისას, ვერის სასაფლაოზე მომხდარი  ვანდალიზმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  ლალი ბაქანიძე სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.

,,წარმოუდგენელი ვანდალიზმი მოხდა 14 ივლისს შუაღამეზე ვერის სასაფლაოზე! ვიღაცებმა მიზანმიმართულად დაამსხვრიეს საფლავებზე ჯვრები.

ეს არ იყო გაკეთებული მოპარვის მიზნით, ეს იყო საფლავებზე ჯვრების განადგურების ვანდალური აქცია – ხსნიდნენ ან ადგილზე ამტვრევდნენ, ან სხვის საფლავზე გადაჰქონდათ და იქ… არ ჰქონდა მნიშვნელობა, ცნობადი პიროვნება იყო თუ უცნობი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, შერჩევით არ ამსხვრევდნენ, უბრალოდ ვიღაცის ბოროტ სულსა და გონებაში იშვა აზრი, რომ გაენადგურებინათ ჯვრები.

ჯვარი განადგურებულია ერთ-ერთ უძველეს, საუკუნის წინ გარდაცვლილის საფლავზეც. ჯვრებთან ბრძოლის “აქციაში” მოჰყვა “მზიურის” მომღერლის, ქეთი ფირცხალავას საფლავზე აღმართული ჯვარიც. ვერის სასაფლაოზე გადაღებული ეს ფოტოები მომაწოდეს, რაც ეკლესიის ქვემოთ მდებარე საფლავებისაა, ეკლესიის ზემოთაც ყოფილა ჯვრები დამსხვრეული.

როგორც ამბობენ, ეს “უცნაურად” შემოსილ-შეღებილი სუბიექტები შეუნიშნავთ იმ ღამეს ვერის სასაფლაოს მიმდებარედ, უფრო მეტად ვერ დავაკონკრეტებ. მხოლოდ ერთს გავიმეორებ: ეს იყო მიზანმიმართული ბოროტული აქცია. პოლიციისთვის ფაქტი ცნობილია და იმედია, დამნაშავეებს მიაგნებენ” – წერს ლალი ბაქანიძე.

მსგავსი თემები