,,მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ”- ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი შავი ზღვის “მარცვლეულის  შეთანხმების” შეწყვეტას ეხმაურება. მისი თქმით, მკაცრად გმობს რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს.

,,მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოს დაუცველი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. #EUSolidarityLanes გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას,” – წერს ლეიენი.

რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა

მსგავსი თემები