,,ვიდრე არ ვნახავ დასაბუთებულ მოსაზრებას, ყველაფერში მეპარება ეჭვი”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სანამ დასაბუთებულ მოსაზრებებს არ ნახავს, ყველაფერში ეჭვი ეპარება. ალასანია პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

,,არა მგონია, რომ ესე პატარა ბავშვებივით მოქცეულიყვნენ და დანარჩენი მე არაფერი არ ვიცი. ვნახოთ, გაირკვევა. უნდა დაველოდოთ დასაბუთებულ რაღაცა კომენტარებს. მე ვიდრე არ ვნახავ დასაბუთებულ მოსაზრებას, თავისი მტკიცებულებებით, ყველაფერში მეპარება ეჭვი კი არა, მე სახეზე მყავს ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაში და როგორ შეიძლება რამეში არ მეპარებოდეს ეჭვი,”- განაცხადა ალასანიამ.

სკანდალი – სააკაშვილთან შესულმა პოლონელმა ექიმმა პატიმრიდან აღებული ნიმუში ფეხსაცმელში დამალა და მის გატანას ცდილობა

მსგავსი თემები