ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას განაგრძობს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დედაქალაქის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას განაგრძობს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად კრწანისის რაიონში: გურამიშვილის, გორგასლისა და დიდგორის ქუჩებზე, ასევე, გლდანის რაიონში: ყაზბეგის ქუჩაზე ბინადარ ცუგებსა და კატებს ჩაუტარა.

ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება.

,,მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური აცრის ჩატარება.

სააგენტო მადლობას უხდის ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმკედლებლებს, რომლებიც აცრების დაგეგმვასა და განხორციელებაში სააგენტოსთან ინტენსიურად თანამშრომლობენ. ასევე, სააგენტო მეპატრონეებს საკუთარი ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს. ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა არა მხოლოდ ცხოველის, არამედ მეპატრონის ჯანმრთელობისათვის.

ანტირაბიული ვაქცინაციის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს.

მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ, დაგვიკავშირდეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე – 032 2 421 424,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები