ყველა ხვდება, რომ ომის მიმდინარეობისას უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი – კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ყველა ხვდება, რომ ომის მიმდინარეობისას უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი. მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტის ბოლოს, უკრაინის ნატო-სკენ მიმავალ გზასთან დაკავშირებით კონსენსუსს ელოდება.

„პოლიტიკური კუთხით ჩვენ გვესმის ნატო-ს სხვადასხვა წევრი ქვეყნის შეშფოთება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის იგივე შეშფოთებები, რომლებიც ესტონეთის ალიანსში გაწევრიანების დროს ისმოდა. ცოტა ხნის წინ წავიკითხე წიგნი ნატო-ს ისტორიის შესახებ და ძალიან საინტერესო იყო, როგორ ეწინააღმდეგებოდა გერმანია ალიანსში ვიშეგრადის ქვეყნების გაწევრიანებას. მათ ეს არ სურდათ, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ჯობია, პოლონელებმა იბრძოლონ რუსებთან, ვიდრე გერმანელებმა. ახლა იგივე ხდება უკრაინელების შემთხვევაში, რომლებიც ახლა რუსებს ებრძვიან და არა გერმანელები, ესტონელები ან ამერიკელები“, – განაცხადა კალასმა.

მსგავსი თემები