რუსეთი გეგმავს საპასუხო ზომებს შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – პესკოვი

რუსეთი გეგმავს საპასუხო ზომებს შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

შვედეთის ნატოში გაწევრიანების შედეგებზე საუბრისას პესკოვმა აღნიშნა, რომ ამას„ცალსახად ნეგატიური“ შედეგი მოჰყვება.

,,რუსეთის ფედერაცია გეგმავს იმავე ზომების მიღებას, როგორც ფინეთის ალიანსში გაწევრიანებისას გეგმავდა,” – განაცხადა პესკოვმა. 

მსგავსი თემები