ნიკოლოზ ბასილაშვილი  სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი  სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.

მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

პროცესს ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნეკა დოროყაშვილი არ ესწრებიან.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, რაც  ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მსგავსი თემები