ვილნიუსის სამიტზე გერმანია უკრაინის მხარდამჭერია

ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია, აშშ-ის შემდეგ, უკრაინის მეორე მსხვილი მხარდამჭერია. მან უკრაინისთვის დღეს გადაცემულ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზეც ისაუბრა.

”გერმანია აშშ-ის შემდეგ მეორე მსხვილი მხარდამჭერია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ეს ეხება უსაფრთხოების გარანტიებს. მნიშვნელოვანია ზუსტად აღვწეროთ ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგმება ამ საკითხთან დაკავშირებით” – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, ახალი დახმარების პაკეტი მოიცავს – საჰაერო თავდაცვის სისტემებებს, ჭურვებს, საბრძოლო თვითმფრინავებს, ტყვიებსა და ვაზნებს, მათ შორის 2 patriot-ის სისტემას, 40 Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანას, 25 Leopard-ის ტანკსა და Luna-ს სადაზვერვო დრონის სისტემას.

მსგავსი თემები