„ნატო-ს ლიდერები დღეს შეთანხმდნენ სამ ელემენტზე, რომ უკრაინა დააახლოონ ნატო-სთან“ – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ უკრაინის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა საბჭოთა ეპოქიდან ნატო-ს სტანდარტებზე უნდა გადავიდეს.

„პირველია  რამდენიმე წელიწადზე გათვლილი მხარდაჭერის პროგრამა, რომ უკრაინა საბჭოთა ეპოქიდან ნატო-ს სტანდარტების წვრთნებსა და დოქტრინებზე გადავიდეს, უნდა დავახმაროთ უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის აღდგენაში; მეორე ელემენტია  ნატო-უკრაინის ახალი საბჭო, რომელიც განკუთვნილია კრიზისული კონსულტაციებისთვის და გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ საბჭოში ჩვენ შევხვდებით როგორც თანასწორები. ველოდები ამ საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრას ხვალ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი ზელენსკი. მესამე ელემენტია ის, რომ ჩვენ დავადასტურეთ, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და შევთანხმდით წევრობის სამოქმედო გეგმის საჭიროება“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი შეცვლის ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზას და ის ორსაფეხურიანის ნაცვლად, გახდება ერთსაფეხურიანი.

„გავუგზავნით უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების მიწვევას, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულებული იქნება. ეს არის ძლიერი პაკეტი უკრაინისთვის და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გზას წარმოადგენს“ – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა

 

მსგავსი თემები