ადიგენში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარს გადააჭარბა

ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 000 000 ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ადიგენის მერმა, გოჩა ქიმაძემ, “სამხრეთის კარიბჭესთან” განაცხადა.

გამოცემის ცნობით,  დაზიანებული ნათესები და ინფრასტრუქტურა ზარალის შემსწავლელმა კომისიამ შეაფასა.

,,შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი სოფელი არ დარჩენილა სადაც არ იყო ან სეტყვა, ან ღვარცოფი და წყალდიდობა, მაგრამ განსაკუთრებით დაზარალდა ვარხანი. დაზარალდა ასევე არალის ნახევარი, უდე, ქვემო და ზემო ენთელი, ფხერო, უნწა და სხვა სოფლები. ფაქტობრივად, რაიონის სოფლების თითქმის 50%. სოფლის მეურნეობის ნათესებიდან ზარალმა გადააჭარბა მილიონ ლარს. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ინფრასტრუქტურას, ზიანი 100–150 ათასი ლარის ფარგლებშია,” – აცხადებს მერი. 

მსგავსი თემები