„საქართველოს სახელმწიფო მეთაური ახლა NATO-ს სამიტზე უნდა იყოს“ – იან კელი

საქართველოს პრეზიდენტმა NATO-ს სამიტს “წარმატებული და პროდუქტიული მუშაობა” უსურვა. აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ განცხადებას გამოეხმაურა.

“მაშინ რატომ არ ხართ ახლა იქ? საქართველოს სახელმწიფო მეთაური ახლა NATO-ს სამიტზე უნდა იყოს და Twitter-ზე კეთილი სურვილებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს”, – წერს იან კელი.

მსგავსი თემები